კახა კალაძე: არანაირი ცვლილება და სამთავრობო გადაადგილება დაგეგმილი არ არის

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, არანაირი სამთავრობო ცვლილება დაგეგმილი არაა და ეს მიზანმიმართული ჭორებია. ამის შესახებ კალაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

„ეს არის მიზანმიმართული ჭორები. 2011-12 წლიდან პოლიტიკაში ვარ და ამ ტიპის ჭორები ყოველთვის იყო, ასევე, კონკრეტულ პოლიტიკოსებზე, ადამიანებზე, პოლიტიკურ პარტიებზე. ეს, სამწუხაროდ, ქართული პოლიტიკის თანმდევი პროცესია – ჭორები, ინტრიგები, მიზანმიმართული პროპაგანდა კონკრეტულ პარტიასა და პოლიტიკოსზე.

თუ რაიმე ცვლილება იქნება მოსალოდნელი გუნდში, ამაზე საუბარი იქნება, მალულად ამაზე საუბარს არავინ აპირებს. ეს ყველაფერი საზოგადოებაში ცნობილი იქნება, არანაირი ცვლილება და არანაირი სამთავრობო გადაადგილება დაგეგმილი არ არის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები