თეა წულუკიანი: გელათის ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოებისას კომპანიის მიერ დაშვებული იქნა სერიოზული ხარვეზები

განათლების კომიტეტის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის განცხადებით, საპარლამენტო კონტროლის ფარგლებში, კომიტეტის წარმომადგენლებმა ქუთაისში  გელათის ტაძარი მოინახულეს.

„მოინახულეს ის საკონსერვაციო სარესტავრაციო სამუშაოები, რომლებიც რამდენიმე ხანია, მიმდინარეობს და უკვე ცნობილია, რომ ამ სამუშაოებისას შემსრულებელი კომპანიის მიერ დაშვებული იქნა სერიოზული ხარვეზები. ჩვენ ვიზიტის შემდეგ გავმართეთ კომიტეტის სხდომა, სადაც მოვუსმინეთ არამხოლოდ კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს, არამედ მოვუსმინეთ დამოუკიდებელ ექსპერტებსაც, ასევე, რესტავრატორ არქიტექტორსა და შემსრულებელ კომპანიას. ფაქტია, რომ ხარვეზებს სწრაფი გამოსწორება სჭირდება, რასაც ჩვენი კომიტეტიც შეუწყობს ხელს, რათა სეზონი, რომელიც ახლა დგას იმერეთში და გამოირჩევა წვიმითა და თოვლით კიდევ უფრო დამაზიანებელი არ აღმოჩნდეს ამ უმნიშვნელოვანესი ძეგლისთვის“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები