კახა კალაძე: ნაადრევია საუბარი იმაზე, მივიღებ თუ არა მონაწილეობას თბილისის მერის არჩევნებში

“ჯერ ნაადრევია საუბარი იმაზე, მივიღებ თუ არა მონაწილეობას თბილისის მერის არჩევნებში, მე მაქვს დიდი პასუხისმგებლობა დედაქალაქის უმრავლესობის მიმართ”, – ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ კითხვას, აპირებთ თუ არა, რომ მეორე ვადით იყაროთ კენჭი თბილისის მერის პოსტზე.

„თვითმმართველობის არჩევნებამდე ჯერ დიდი დროა. ნაადრევია საუბარი, თუ რა გადაწყვეტილებას მივიღებ მე, ჩვენი პოლიტიკური გუნდი. მე მაქვს დიდი პასუხისმგებლობა დედაქალაქის უმრავლესობის მიმართ, რომელიც მათ 2017 წელს მომანიჭეს. უკვე 3 წელია, ქალაქის თავი ვარ, ქალაქში, სადაც ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს. შეიძლება, ეს პრობლემები ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქისთვის არ ჩანდეს, მაგრამ როდესაც ქალაქს ხელმძღვანლობ, მერწმუნეთ, რომ წლების განმავლობაში დაგროვილი ძალიან დიდი პრობლემების წინაშე ვართ, რის მოგვარებასაც მაქსიმალურად ვცდილობთ. ძალ-ღონეს არ ვიშურებთ იმისთვის, რომ ქალაქში განხორციელებული და განსახორციელებელი პროექტები მაქსიმალურად ხელშესახები იყოს ყველასთვის. არსებული ბიუჯეტის ფარგლებში, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები