აზერბაიჯანში მომდევნო კვირიდან ჩინური პრეპარატით ვაქცინაცია იწყება

აზერბაიჯანში შემდეგი კვირიდან ჩინური პრეპარატით ვაქცინაცია დაიწყება, – განაცხადა TRT Avaz-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის პრესსამსახურის უფროსმა, იბრაჰიმ მამედოვმა.

მისი თქმით, თურქეთთან საკითხზე თანამშრომლობა გაგრძელდება.

“აზერბაიჯანმა და თურქეთმა ერთნაირი ვაქცინა შეიძინეს. ამ საკითხში, ისევე როგორც სხვა საკითხებში, აზერბაიჯანი თურქეთთან სოლიდარობის დემონსტრირებას ახდენს”, – თქვა მან.

აზერბაიჯანმა მიმდინარე კვირას SARS-CoV-2-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია მიიღო.

პირველ ეტაპზე აიცრებიან ჯანდაცვის სისტემის მუშაკები და 65 წელს გადაცილებული პირები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები