თურქეთ-სირიის საზღვარზე წითელი ცირკულარით ძებნილი, განსაკუთრებით საშიში ტერორისტი დააკავეს

თურქეთში შეღწევის მცდელობის დროს, სირიის საზღვართან ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” წევრია დაკავებული, რომელსაც ინტერპოლი წითელი ცირკულარით ეძებდა, – ნათქვამია თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აღინიშნება, რომ დაკავება ქილისის პროვინციაში მოხდა, დაკავებული უზბეკეთის მოქალაქეა, თუმცა, მისი ვინაობა არ საჯაროვდება.

ამჟამად, ის ქალაქ ქილისის პროკურატურაში იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები