საქართველოს მუსლიმთა მუფთი: მოლაპარაკებას ალტერნატივა არ გააჩნია

ბუკნარში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარი სრულიად საქართველოს მუსლიმთა მუფთმა, ადამ შანთაძემ გააკეთა.

ის ადგილზე ჩავიდა და განაცხადა, რომ მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს.

“ყოვლად მიუღებელია დაპირისპირება, ძალადობა. მშვიდობას, მოლაპარაკებას ალტერნატივა არ გააჩნია. შევხვდებით კიდევ ერთხელ, ჩამოვართმევთ ხელს და სოფელში გაგრძელდება მშვიდობიანი, ძმური, მეგობრული ცხოვრება, როგორც აქამადე იყო,” – განაცხადა ადამ შანთიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები