მწვერვალი ლაჰილი, სვანეთი -1890 წელი

ეროვნული არქივი მწვერვალ  ლაჰილის ფოტოს აქვეყნებს, რომელიც ვიტორიო სელამ გადაიღო.
იტალიელი ალპინისტი და ფოტოგრაფი ვიტორიო სელა საქართველოს სამჯერ – 1889, 1890 და 1896 წლებში – ეწვია. ამ ექსპედიციების დროს მან დალაშქრა და გადაიღო ოცდაათზე მეტი მწვერვალი კავკასიაში.
1983 წელს მთარგმნელმა და რეჟისორმა რეზო თაბუკაშვილმა ვიტორიო სელას ნამუშევრებს იტალიაში მიაკვლია და ასლები მოიპოვა. მან ფოტოების კოლექცია საქართველოს ეროვნულ არქივს გადასცა.
ფოტოკოლექცია აერთიანებს სვანეთისა და რაჭის ამსახველ ეთნოგრაფიული ხასიათის პორტრეტებსა და პეიზაჟებს.
ფოტოზე: ლაჰილი. სვანეთი. 1890 წელი. ვიტორიო სელას ფოტო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები