ფულადი გზავნილების მოცულობა უცხოეთიდან 8,8 %-ით გაიზარდა

2020 წლის განმავლობაში საქართველოში ფულადი გზავნილების სახით 1.88 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა, რაც 2019 წელთან შედარებით 8.8%-ით მეტია.

გზავნილებში პირველ ადგილს კვლავ რუსეთის ფედერაცია იკავებს, საიდანაც გასულ წელს საქართველოში 364 მილიონი დოლარი გადმოირიცხა, რაც გასულ წელთან შედარებით 15%-ით ნაკლებია. მეორე ადგილზე იტალიიაა, საიდანაც საქართველოში 297 მილიონი დოლარი გადმოირიცხა, რაც წლიურად 24%-ით არის გაზრდილი. 14%-ით გაიზარდა გზავნილები საბერძნეთიდან, რაც 219 მილიონ დოლარს შეადგენდა, აშშ-დან ზრდა 22%-ია და 178 მილიონ დოლარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები