გია ვოლსკი: ნებისმიერი პოლიტიკური სუბიექტი, რომელიც გადაწყვეტს, რომ თანამშრომლობა ქვეყნის გადარჩენისა და სწორ გზაზე სიარულის გზაა, მხარდაჭერილი უნდა იყოს ყველას მხრიდან

“ნებისმიერი პოლიტიკური სუბიექტი, რომელიც გადაწყვეტს, რომ თანამშრომლობა არის ქვეყნის გადარჩენისა და სწორ გზაზე სიარულის ერთადერთი გზა, მხარდაჭერილი უნდა იყოს ყველას, პოლიტიკოსების, მედიისა და საზოგადოების მხრიდან”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, პასუხისმგებლობა ის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორია, რითაც ნებისმიერი პოლიტიკური სუბიექტი უნდა ხელმძღვანელობდეს.

„პასუხისმგებლობის აღებას ვგულისხმობ არა მხოლოდ ქართული საზოგადოების, არამედ საერთაშორისო პარტნიორების მიმართ, რომლებსაც მსოფლიოში მიმდინარე ურთულესი პროცესების ფონზე კავკასიაში ისეთი სტაბილური მოკავშირე სჭირდებათ, როგორიც საქართველოს თავისი ყველა მონაცემით, განსაკუთრებით – ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის თვალსაზრისით.

პასუხისმგებლობა ის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორია, რითაც ნებისმიერი პოლიტიკური სუბიექტი უნდა ხელმძღვანელობდეს. ჩემი ნეგატიური დამოკიდებულების მიუხედავად, ნებისმიერი პოლიტიკური სუბიექტი, რომელიც გადაწყვეტს, რომ თანამშრომლობა არის ქვეყნის გადარჩენისა და სწორ გზაზე სიარულის ერთადერთი გზა, მხარდაჭერილი უნდა იყოს ყველას მხრიდან”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

„გირჩის“ ინიციატივაა, რომ, საარჩევნო რეფორმაზე შეთანხმების შემთხვევაში, თვითმმართველობის არჩევნებს პლებისციტის ფუნქცია მიენიჭოს. შესაბამისად, თუ ჯამურად ოპოზიცია გაიმარჯვებს, 2022 წელს ახალი საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს. წაგების შემთხვევაში კი აღიარონ, რომ გაყალბება სულაც არ ყოფილა იმ მასშტაბის, რის მტკიცებასაც თავად ცდილობენ. „გირჩი“ და „მოქალაქეები“ ამ მიზნით ოპოზიციასთან შეხვედრებს იწყებენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები