იპოთეკური სესხები წლიურად 7.1%-ით შემცირდა

2021 წლის დასაწყისში ახალ გაცემულ იპოთეკურ სესხებში მცირედი წლიური კლება შეინიშნება. ამის შესახებ აღნიშნულია “თიბისი კაპიტალის” ყოველკვირეულ ეკონომიკურ მიმოხილვაში.
დოკუმენტის მიხედვით, 1-11 იანვრის პერიოდში ახალი გაცემული იპოთეკური სესხები წლიურად 7.1%-ით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გამკლებით).
აქვე აღნიშნულია, რომ, 7 იანვრის მდგომარეობით, თბილისში ბინების გაყიდვების რეგისტრაციის 7-დღიანი საშუალოს წლიურმა ცვლილებამ -7% შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები