საარსებო მინუმუმი 3 ლარით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის დეკემბერში, ნოემბერთან შედარებით, საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა გაიზარდა.
დეკემბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცთა საარსებო მინიმუმი 3 ლარით გაიზარდა და 192.5 ლარი გახდა.

- რეკლამა -

- რეკლამა -

საქსტატის ინფორმაციით, ნოემბერთან შედარებით, დეკემბერში 2.6 ლარით არის გაზრდილი საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 170.5 ლარს შეადგენს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახური საარსებო მინიმუმს მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე ადგენს. მინიმალური სასურსათო კალათა კი შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისთვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას შეიცავს. საარსებო მინიმუმის სასურსათო კალათა შედგება 40 დასახელების პროდუქტისგან: პური, ბურღულეული, ხორცი, რძის პროდუქტები, ბოსტნეული და საკონდიტრო ნაწარმი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები