რუსთაველის თეატრი და ქართული თეატრის დღე

შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრი  14 იანვარს – თეატრის დღეს ფეისბუქით ულოცავს ყველას.
საქართველოს ერთ-ერთი დიდი და უძველესი თეატრი, მდებარეობს თბილისში, შოთა რუსთაველის გამზ. №17-ში. 1921 წლის 25 ნოემბერს მას შოთა რუსთაველის სახელი მიენიჭა.
თეატრის ისტორია კი ბევრად ადრე დაიწყო, როდესაც ილია ჭავჭავაძემ და აკაკი წერეთელმა რუსეთის იმპერიის ანტიქართული პოლიტიკით 1856 წელს დახურული ქართული პროფესიული თეატრის აღდგენა გადაწყვიტეს. სწორედ მათი თაოსნობით შეიქმნა დრამატული კომიტეტი, ჩამოყალიბდა დრამატული საზოგადოება.
1879 წელს „დრამატული კომიტეტის’’ წევრებმა, ილია ჭავჭავაძემ, აკაკი წერეთელმა, დიმიტრი ყიფიანმა, დავით ერისთავმა და ივანე მაჩაბელიმა მიიღეს წესდება, შეარჩიეს შენობა სასახლის მოედანზე და 1879 წლის 5 სექტემბერს, მათი დიდი ძალისხმევით, პირველი სეზონი გაიხსნა ბარბარე ჯორჯაძის კომედიით „რას ვეძებდი და რა ვჰპოვე’’ (რეჟისორი – გ. თუმანიშვილი).
მას შემდეგ რუსთაველის თეატრის თვალსაჩინო ისტორია დაიწერა. დღეს თეატრში ახალგაზრდა რეჟისორები და მსახიობები, უფროს თაობასთან ერთად, შემოქმედებით ძიებებს განაგრძობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები