„ფრაგმენტები ქართული თეატრის ისტორიიდან” – იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი ქართული თეატრის დღეს ონლაინგამოფენით აღნიშნავს

„ფრაგმენტები ქართული თეატრის ისტორიიდან” – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი ქართული თეატრის დღეს ონლაინგამოფენით აღნიშნავს. ინფორმაციას ეროვნული არქივი ავრცელებს.

„ქართული თეატრის დღე – 14 იანვარი – გიორგი ერისთავის თეატრის პირველ წარმოდგენას უკავშირდება. 1850 წლის 2 (14) იანვარს გიორგი ერისთავმა საკუთარი პიესა „გაყრა” სცენაზე გააცოცხლა. ქართული პროფესიული თეატრი სწორედ ამ სპექტაკლით დაიბადა.

გამოფენაზე წარმოდგენილია ქართული პროფესიული თეატრის პირველი დადგმის – „გაყრის” – მინიატურები, რომელიც ნაწარმოების ხელნაწერს ახლავს. გეორგ კორადინის მიერ 1850 წელს შესრულებული მინიატურები სპექტაკლის სცენებს ასახავს.

გამოფენაზე ასევე წარმოდგენილია ქართული თეატრის ისტორიის ამსახველი ფოტოები, აფიშები, პროგრამები და სხვა დოკუმენტები, რომელთაც საქართველოს ეროვნული არქივი ინახავს,” – ნათქვამია განცხადებაში.
გამოფენა იხილეთ ბმულზე: https://archive.gov.ge/ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები