აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 112 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 137 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 112 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 137 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა და მათი საერთო რაოდენობა 33 190-ს შეადგენს.

უწყების ცნობით, კლინიკა 42-მა პაციენტმა დატოვა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი პაციენტებიდან ცხრის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. მათივე მონაცემების თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, კლინიკაში მკურნალობს 339 პაციენტი, კოვიდსასტუმროში – 319, ხოლო ონლაინ კლინიკაში – 615.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები