მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც ხვალ ჩინეთის ქალაქ უჰანში ჩადის, 2-კვირიან სავალდებულო კარანტინს გაივლის.
ამის შესახებ ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მი ფენმა განაცხადა.
ამჟამად, ჩინეთში 2-კვირიანი სავალდებულო კარანტინის გავლის რეჟიმი მოქმედებს.
მისივე თქმით, კარანტინის დროს ჯანმო-სა და ჩინეთის ექსპერტები ერთმანეთ ვიდეოკავშირის მეშვეობით დაეკონტაქტებიან.
ჯანმო-ს ექსპერტთა ჯგუფი უჰანში, კორონავირუსის წარმომავლობის დასადგენად ჩადის, რასაც ორგანზიაცია ერთი წლის განმავლობაში ელოდებოდა.