გია ვოლსკი: ოპოზიციაში რევოლუციური სცენარი მოქმედებს და სააკაშვილის თემა კვლავ აქტუალური რჩება
“ოპოზიციაში რევოლუციური სცენარი მოქმედებს და სააკაშვილის თემა კვლავ აქტუალური რჩება”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიცია ხელისუფლების შეთავაზებას უნდა დათანხმდეს.
„თუ ოპოზიციურ პარტიებს თანხმობა ან რაიმე კონსტრუქციული შემოთავაზება არ ექნებათ, ეს არის ლუსტრაცია. ეს არის იმის მანიშნებელი მთელი საზოგადოებისთვის, მათ შორის, მათი მხარდამჭერებისთვის, რომ პოლიტიკური სუბიექტები არ არიან მზად, ობიექტურად შეაფასონ მიმდინარე პროცესები. აქედან გამომდინარე, რევოლუციური სცენარი მოქმედებს და სააკაშვილის თემა კვლავ რჩება აქტუალური მათთვის. საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს, რომელი მხარეა მართალი“, – განაცხადა ვოლსკიმ.