შალვა პაპუაშვილი: „სამართლიანმა არჩევნებმა“ ბოლო ორი თვის განმავლობაში ვერც გამჭვირვალობის და ვერც ანგარიშვალდებულების მინიმალური სტანდარტი ვერ დააკმაყოფილა

“სამწუხაროდ, „სამართლიანმა არჩევნებმა“ ბოლო ორი თვის განმავლობაში ვერც გამჭვირვალობის და ვერც ანგარიშვალდებულების მინიმალური სტანდარტი ვერ დააკმაყოფილა და ამით მოახდინა მისი, როგორც ანგარიშგასაწევი ორგანიზაციის, დისკვალიფიკაცია”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ISFED-ი ამ დრომდე ჯიუტად დუმს.

„ამასობაში, უკვე ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც სამართლიანი არჩევნები (ISFED)-ის მიერ მისი შეცდომის (პარალელური დათვლის შედეგები) დაგვიანებული აღიარების შემდეგ, საჯაროდ ვთხოვეთ, ჩვენთვის და საზოგადოებისთვის განემარტათ მათ მიერ წაყენებული ბრალდება, თითქოს, უბნების 8%-ში იყო მეტობით დისბალანსი (რაც აბსურდია) და დაესახელებინათ კონკრეტული თარიღები: რომელ რიცხვში დაუკავშირდა ეუთო/ოდირ-ის ექსპერტი? რომელ რიცხვში დაიწყო აუდიტი? რომელ რიცხვში მიხვდა ISFED-ის თავმჯდომარე, რომ პროგრამაში იყო ბათილი ბიულეტენების მითვლის ხარვეზი? ISFED-ი ამ დრომდე ჯიუტად დუმს.

სამწუხაროდ, „სამართლიანმა არჩევნებმა“ ბოლო ორი თვის განმავლობაში, ვერც გამჭვირვალობის და ვერც ანგარიშვალდებულების მინიმალური სტანდარტი ვერ დააკმაყოფილა და ამით მოახდინა მისი, როგორც ანგარიშგასაწევი ორგანიზაციის, დისკვალიფიკაცია. Sic transit gloria mundi”, – წერს შალვა პაპუაშვილი.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები