გია აბაშიძე: საკუთარი ქონების 95 %-ს საქველმოქმედო ფონდს, ანუ საკუთარ ხალხსა და ქვეყანას უტოვებს

„ის ქველმოქმედებდა ყოველთვის – მაშინ, როდესაც ბიზნესიდან პირველი მსხვილ შემოსავლებს იღებდა. მაშინაც, როდესაც ჩვენს   ხალხს უმძიმესი ეკონომიკური გაჭირვება ჰქონდა, მაშინაც, როდესაც პოლიტიკაში შემოვიდა და საკუთარი ხალხი და ქვეყანა სააკაშვილის ავტოკრატიისგან გაათავისუფლა, მაშინაც, როდესაც პოლიტიკიდან გასულს უკან შემობრუნება მოუწია ქვეყნისთვის საფრთხეების ასაცილებლად და ქველმოქმედებს ახლაც, როდესაც ტოვებს პოლიტიკას”, – ანალიტიკოსი გია აბაშიძე ჟურნალ entrepreneur-ში ბიძინა ივანიშვილის ექსკლუზიურ ინტერვიუს ეხმიანება.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი უდიდესი ქველმოქმედია. ის მთელი ცხოვრება უანგაროდ ემსახურება საკუთარ ხალხსა და ქვეყანას.

„საქართველოს გრძელვადიანი დემოკრატიული განვითარების ინტერესებიდან გამომდინარე, არჩევნებში მესამედ გამარჯვებული პარტიის თავმჯდომარე თანამდებობას ტოვებს და საბოლოოდ მიდის პოლიტიკიდან. ამასთან, როგორც არაერთხელ უთქვამს, საკუთარი ქონების 95%-ს საქველმოქმედო ფონდს, ანუ საკუთარ ხალხსა  და ქვეყანას უტოვებს. ამ დროისთვის, ფონდ „ქართუს” უკვე გადაეცა ბიძინა ივანიშვილის მფლობელობაში არსებული 26 კომპანია და მილიარდ 500 მლნ დოლარზე მეტის ღირებულების ქონება” – ბიძინა ივანიშვილი საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი უდიდესი ქველმოქმედია. ის მთელი ცხოვრება უანგაროდ ემსახურება საკუთარ ხალხს და ქვეყანას.

ის ქველმოქმედებდა ყოველთვის – მაშინ, როდესაც ბიზნესიდან პირველი მსხვილ შემოსავლებს იღებდა; მაშინაც, როდესაც ჩვენს ქვეყანას და ხალხს უმძიმესი ეკონომიკური გაჭირვება ჰქონდა; მაშინაც, როდესაც პოლიტიკაში შემოვიდა და საკუთარი ხალხი და ქვეყანა სააკაშვილის ავტოკრატიისგან გაათავისუფლა; მაშინაც, როდესაც პოლიტიკიდან გასულს უკან შემობრუნება მოუწია ქვეყნისთვის საფრთხეების ასაცილებლად და ქველმოქმედებს ახლაც, როდესაც ტოვებს პოლიტიკას. ივანიშვილებს საქართველოში ქველმოქმედებაზე 3 მილიარდ დოლარზე მეტი აქვთ დახარჯული. მისი ბოლო გადაწყვეტილებით, კიდევ ერთი მილიარდ 500 მილიონი დოლარის ქონება ემატება და ეს პროცესი კიდევ გრძელდება.

ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელიც ყოველთვის ასრულებს დადებულ პირობას. ერთი მხრივ, ეს გამოიხატება მისი გადაწყვეტილებით, რომ ძალადობრივი რეჟიმისგან ქვეყნის გათავისუფლების შემდეგ, მან საქართველო შეუქცევადი დემოკრატიული განვითარების გზაზე დააყენა, შექმნა კეთილსინდისიერი, ეფექტური და ძლიერი გუნდი და დაპირებისამებრ, პოლიტიკაში არსებული ჭარბი ძალაუფლება საკუთარი ნებით, საბოლოოდ დატოვა. მეორე მხრივ, მან გააკეთა ის, რასაც ყოველთვის ამბობდა და პრაქტიკულად მთელ თავის მატერიალურ რესურსებს ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს გადასცემს საჩუქრად. ბიძინა ივანიშვილი უახლესი ისტორიისთვის უდიდესი მნიშვნელობის პოლიტიკური მოღვაწე და საამაყო ქართველია, რომლის ღვაწლი ჩვენი ქვეყნის წინაშე, შთამომავლობის და ისტორიის მიერ სათანადოდ იქნება დაფასებული. დიდი მადლობა მას და მის ოჯახს”, – წერს გია აბაშიძე ,,ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები