“ირაკლი კობახიძეს აქვს ყველა თვისება, როგორც ადამიანური, ასევე პროფესიონალური, რათა მხარდაჭერა ჰქონდეს”, – ასე აფასებს პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი, გია ვოლსკი პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძის წარდგენას.
ვოლსკის თქმით, თავმჯდომარის პოსტზე კობახიძის წარდგენა ქვეყნის მიმართ მისი დამოკიდებულებითაც აიხსნება.
“ირაკლი კობახიძეს აქვს ყველა თვისება, როგორც ადამიანური, ასევე პროფესიონალური, რათა მხარდაჭერა ჰქონდეს.
გუნდი ამას მხოლოდ იმიტომ არ ამბობს, რომ პოლიტსაბჭოზე მიღებულია გადაწყვეტილება. ეს გამომდინარეობს თავად ირაკლი კობახიძის დამოკიდებულებით საკითხებისა და ქვეყნის მიმართ. საქმეებმა უნდა ილაპარაკონ პოლიტსაბჭოზე ირაკლი კობახიძეზეც და საბჭოს ნებისმიერ სხვა წევრზე. ეს საქმეები ნამდვილად არის გამორჩეული და პოზიტიური“, – განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, შაბათს, 16 იანვარს „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” ახალ თავმჯდომარეს აირჩევს – თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილი იქნება ირაკლი კობახიძის კანდიდატურა.