გია ვოლსკი: საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის მუშაობაში უნდა ჩაერთოს საერთაშორისო დამკვირვებელთა და სპეციალისტთა ჯგუფი

“თუკი ოპოზიცია არ ერთვება ამ საკითხებში, საგამოძიებო კომისია უნდა იყოს კომპეტენტური და ამაში უნდა ჩაერთოს არა მარტო „ქართული ოცნება“, არამედ – ექსპერტთა, საერთაშოროსო დამკვირვებელთა და სპეციალისტთა ჯგუფი”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, თუკი აღმოჩნდება, რომ 1% გადახრა მაინცაა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ, მაშინ ხელახალი, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების იდეას საფუძველი ექნება.

„ძალიან მძიმე სურათს ქმნის ის, რომ ოპოზიციის გარკვეულმა დიდმა ჯგუფმა გადაწყვიტა,  საქართველო აიყვანოს მძევლად. თუკი ოპოზიცია არ ერთვება ამ საკითხებში, საგამოძიებო კომისია უნდა იყოს კომპეტენტური და ამაში უნდა ჩაერთოს არა მარტო „ქართული ოცნება“, არამედ ექსპერტთა, საერთაშოროსო დამკვირვებელთა და სპეციალისტთა ჯგუფი. რასაკვირველია, ძალაში რჩება ჩვენი პირობა იმასთან დაკავშირებით, რომ თუკი აღმოჩნდება რომ 1% გადახრა მაინცაა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ, მაშინ საფუძველი ექნება ხელახალი, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების იდეას“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, გუშინ ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თებერვლის პირველივე კვირაში საპარლამენტო არჩევნების შესახებ საგამოძიებო კომისია შეიქმნება და ოპოზიციურ პარტიებს საპარლამენტო მუშაობასა და საგამოძიებო კომისიის საქმიანობაში ჩართვისკენ მოუწოდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები