ზაალ უდუმაშვილი: არჩევნები უნდა ჩატარდეს ელექტრონულად, ოღონდ ეს უნდა იყოს ვადამდელი არჩევნები
“ჩვენი პარტია ელექტრონულ არჩევნებზე დიდი ხანია, საუბრობს”, – ასე გამოეხმაურა “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ზაალ უდუმაშვილი საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებაზე უმრავლესობაში მსჯელობის დაწყებას.
უდუმაშვილის თქმით, არჩევნები უნდა ჩატარდეს ელექტრონულად, ოღონდ ეს უნდა იყოს ვადამდელი არჩევნები.
“ნაციონალური მოძრაობა” ელექტრონულ არჩევნებზე დიდი ხანია, საუბრობს. ჩვენ პროექტიც გვაქვს შემუშავებული, თუ როგორ უნდა ჩატარდეს და არ დარჩეს კითხვის ნიშანი არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით. თუმცა, გააჩნია, რისთვის ვაკეთებთ ამას. რა თქმა უნდა, არჩევნები უნდა ჩატარდეს ელექტრონულად, ოღონდ ეს უნდა იყოს ვადამდელი არჩევნები”, – განაცხადა უდუმაშვილმა.