აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 97 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 95 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 95 პაციენტი გამოჯანმრთელდა და მათი საერთო რაოდენობა 32 921-ს შეადგენს.
უწყების ცნობით, აჭარაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 97 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამასთან, კლინიკა დატოვა 34-მა პაციენტმა.
სამინისტროს ინფორმაციით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი პაციენტებიდან ათის მდგომარეობა კრიტიკულია. მათივე ცნობით, დღევანდელი მონაცემებით, კლინიკაში მკურნალობს 358 პაციენტი, კოვიდსასტუმროში – 295, ონლაინკლინიკაში კი 643.
აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ორი პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.