კრემლში ალიევის, ფაშინიანისა და პუტინის შეხვედრა დასრულდა – მიღებულია ერთობლივი განცხადება

რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის პირველი პირების შეხვედრა კრემლში დასრულდა.

როგორც ვლადიმერ პუტინმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, მიღებულია ერთობლივი განცხადება.

მან ილჰამ ალიევსა და ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრას “სასარგებლო” უწოდა. მისი თქმით, მხარეებმა შეძლეს და რეგიონში ვითარების განვითარებასთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადების ხელმოწერა შეძლეს.

“ვგულისხმობ კონკრეტულ ნაბიჯებს ეკონომიკური კავშირების აშენების მიზნით, ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებისთვის. ამ მიზნით შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელსაც სამი ქვეყნის ვიცეპრემიერიები უხელმძღვანელებენ”, – თქვა მან.

პუტინი დარწმუნებულია, რომ აღნიშნული შეთანხების რეალიზება წაადგება სომეხ და აზერბაიჯანელ ხალხს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები