გოჩა ლორთქიფანიძე: ბიძინა ივანიშვილმა მართვის სადავეები გადასცა „ქართული ოცნების“ ჯანსაღ, შეკრულ გუნდს
“ბიძინა ივანიშვილმა მართვის სადავეები გადასცა „ქართული ოცნების“ ჯანსაღ, შეკრულ გუნდს”, – ასე აფასებს იუსტიციის მინისტრი, გოჩა ლორთქიფანიძე პოლიტიკიდან ბიძინა ივანიშვილის წასვლას.
ლორთქიფანიძის თქმით, “ქართული ოცნების” ჯანსაღი გუნდი მზადაა, ქვეყანა მართოს.
„ბიძინა ივანიშვილმა, რა თქმა უნდა, დაამკვიდრა საოცრად მაღალი სტანდარტი იმ თვალსაზრისით, რომ მან იმის შემდეგ, როდესაც „ქართულ ოცნებას“ მესამეჯერ გადასცა ქართველმა ხალხმა არჩევნების შედეგად მანდატი, მან მართვის სადავეები გადასცა „ქართული ოცნების“ ჯანსაღ, შეკრულ გუნდს, რომელიც მზად არის, მართოს ეს ქვეყანა“, – აცხადებს ლორთქიფანიძე.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი თანამდებობას ტოვებს და პოლიტიკიდანაც მიდის.