გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 3 პირი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 3 პირი: საბა ჩხარტიშვილი, საბა გოგშელიძე და ირაკლი წაქაძე სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდნენ.

მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძემ ადვოკატების შუამდგომლობა დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიების პატიმრობის 1000-1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებასთან დაკავშირებით დააკმაყოფილა.

შეგახსენებთ, რომ ადვოკატებმა დღეს აღკვეთი ღონისძიების შეცვლის თაობაზე შუამდგომლობა დააყენეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები