„9 წლის წინ გადახურულ ტაძარში, ჩემდა სამწუხაროდ, წყლის ჩადინების ძალზე ბევრი კერა გაჩნდა“

ბაგრატის ტაძრის მდგომარეობის შესახებ “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი – ნიკოლოზ ანთიძე აქვეყნებს სტატუსს და ფოტოებს აქვეყნებს.
„მოვინახულე ბაგრატის ტაძარი. ძვირადღირებული სპილენძის გადახურვის მიუხედავად, რომელიც წესით მყარი გარანტია უნდა იყოს წყლის შეკავების, რადიკალურად სხვა ვითარება მივიღეთ. 9 წლის წინ გადახურულ ტაძარში, ჩემდა სამწუხაროდ, წყლის ჩადინების ძალზე ბევრი კერა გაჩნდა… წელს დავიწყებთ კვლევას და გამოსასწორებელი ღონისძიებების დაგეგმვას“, – წერს ნიკოლოზ ანთიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები