„არასოდეს ვეთანხმებოდი იმ საზოგადოებას“ – გოგი ოჩიაური

ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი გოგი ოჩიაურს მისი დაბადების დღეს  იხსენებს. ცნობილ მოქანდაკეს 10 იანვარს 94 წელი შეუსრულდებოდა.
გოგი ოჩიაური 1927 წლის 10 იანვარს დაიბადა. ის არის ავტორი ცნობილი ნამუშევრებისა: „ვაჟა-ფშაველა“ (1972), „ზღვა“, „შენ ხარ ვენახი“ (1964), „სიცოცხლის ხე“ (ტექსელი, 1977), „რექვიემი“ (1981-1985); ალეგორიური ქანდაკებისა „მუსიკა“ და დამდგმელი მხატვარი ფილმისა „ალავერდობა“.
გოგი ოჩიაური 2017 წლის 18 ოქტომბერს 90 წლის ასაკში გარდაიცვალა.
„მე კი ბავშვობიდან ვცხოვრობდი ბოლშევიკურ დეგენერაციაში, არასოდეს ვეთანხმებოდი იმ საზოგადოებას… ისე გავიზარდე, რომ ჩემთვის ყველაზე დიდი ბოროტება იყო ბოლშევიზმი, ამას ხმამაღლა თუ არ ვამბობდი, მაინც იჩენდა ხოლმე თავს… მაგალითად, ჩემი დიპლომი – „აჯანყება” არ გამიკეთებია ანტისაბჭოთა ჩანაფიქრით, მაგრამ მაინც ასე მიიღეს“ (გოგი ოჩიაური).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები