ფრიდონ ინჯია: ამნისტია ყოველთვის მისასალმებელია, ბევრი ოჯახი ელოდება, მე ამ კანონპროექტს მხარს დავუჭერ

“ამნისტია ყოველთვის მისასალმებელია. ეს ისეთი კანონია, რომელიც საქართველოში ალბათ, ყველასთვის მისაღები და სასიამოვნოა, ბევრი ოჯახი ელოდება”, – ამის შესახებ „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ, ფრიდონ ინჯიამ განაცხადა.

მისივე თქმით, „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს მხარს დაუჭერს.

„ჩემთვის,  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მსჯავრდებულები, რომელთაც სამუდამო პატიმრობა აქვთ მისჯილი, კაცი ცოცხალი იყოს და იცოდეს, რომ მუდმივი პატიმრობა აქვს, ძალიან მძიმეა. ალბათ, მე მხარს დავუჭერ ამ აქტს. ვიდრე ჩვენ ჩავერთვებოდით საპარლამენტო მუშაობაში, პირველი მოსმენით უკვე მიღებული იყო კანონპროექტი, მეორე მოსმენაზე რაღაც კითხვები გვქონდა. კომიტეტის თავმჯდომარემ, რომელსაც გაჰქონდა საკითხი, საკმაოდ სიღრმისეულად განმარტა ყველაფერი. მესამე მოსმენა ფინალურია, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ეს განსაკუთრებული აქტია, მე პირადად დავუჭერ მხარს“, – განაცხადა ინჯიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები