CDC ხელმძღვანელი აცხადებს, რომ აშშ-ში ჩატარებულმა აქციებმა შესაძლოა ეპიდაფეთქება გამოიწვიოს

CDC-ის დირექტორის განცხადებით, კაპიტოლიუმში მიმდინარე მოვლენები შესაძლოა გახდეს ახალი ეპიდემიოლოგიური აფეთქების საფუძველი, რადგან ათასობით შეკრებილ ადამიანს არ ეკეთა პირბადე და ახლა მათ დატოვეს ვაშინგტონი და გადაადგილდებიან სხვადასხვა მიმართულებით, ქვეყნის მასშტაბით.
ასევე, CDC-ის კვლევის მიხედვით, იმ ოლქებში, სადაც უნივერსიტეტები/კოლეჯები ლექციებს აუდიტორიებში ატარებენ, ინფიცირების მაჩვენებელი გაიზარდა 56%-ით. აღმოჩნდა, რომ კოლეჯის სტუდენტები არიან შემოდგომის სემესტრის დროს 19 ყველაზე დიდი ეპიდაფეთქების პირველ წყაროები.

აშშ-ში, პანდემიის დაწყების დღიდან, ყოველკვირეული მაჩვენებელი არასდროს ყოფილა ისეთი მაღალი, როგორიც გასულ კვირას და ჯანდაცვის ექსპერტების ვარაუდით, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება სადღესასწაულო პერიოდის გასვლის შემდეგ. კენტუკის გუბერნატორის განცხადებით, შტატში შეინიშნება covid-19-ის შემთხვევების ზრდის ტენდენცია დღესასწაულების შემდეგ, „ის ციფრები, რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ, არის ორჯერ უფრო სერიოზული, იმ მაჩვენებლებთან შედარებით, რაც აქამდე გვინახავს“, განაცხდა მან.

კოლორადოს შტატის ეპიდემიოლოგის განცხადებით, უკვე სახეზეა ზრდის პირველადი ნიშნები და დღესასწაულების დროს თავყრილობების შედეგებს მალე ყველა დაინახავს. ჯანდაცვის ექსპერტების თქმით 105 ადამიანიდან ერთი ინფიცირებულია. მისისიპის შტატის გუბერნატორის განცხადებით, შობის შემდეგ ინტენსიური თერაპიის განყოფილებები იმაზე მეტად გადაიტვირთა, ვიდრე წინა პერიოდში და ეს ზრდის მაჩვენებელი, სავარაუდოდ, შენარჩუნდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები