ქუთაისში პიროტექნიკით მიყენებული დაზიანების შედეგად, ქალი გარდაიცვალა
ქუთაისში, ახალი წლის ღამეს პიროტექნიკით მიყენებული დაზიანების შედეგად 84 წლის ქალი გარდაიცვალა.
შემთხვევა გელათის ქუჩაზე მოხდა.
ქალი დაზიანებით კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და ის გუშინ გარდაიცვალა.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.