საქართველოში კორონავირუსს კიდევ 22 ადამიანი ემსხვერპლა
საქართველოში, ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 22 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 750 პირი ემსხვერპლა.
ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
ასევე, ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირების 2 058 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე კი ვირუსი 238 086 ადამიანს გამოუვლინდა.
მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, გასულ დღე-ღამეში ქვეყნის მასშტაბით 18 149 ტესტი ჩატარდა, მათ შორის 11 095 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 054 PCR ტესტით.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან 529 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო ჯამში ვირუსი 224 718 ადამიანმა დაამარცხა.