საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 058 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 529 პირი გამოჯანმრთელდა
საქართველოში, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 2 058 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე კი ვირუსი 238 086 ადამიანს გამოუვლინდა.
მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, გასულ დღე-ღამეში ქვეყნის მასშტაბით 18 149 ტესტი ჩატარდა, მათ შორის 11 095 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 054 PCR ტესტით.
ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 808 ინფიცირებული, აჭარაში – 107, იმერეთში – 363, ქვემო ქართლში – 150, შიდა ქართლში – 165, გურიაში – 36, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 183, კახეთში – 131, მცხეთა-მთიანეთში – 62, სამცხე-ჯავახეთში – 38, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთში – 15.
ინფიცირების მიმდინარე აქტიური 10 592 შემთხვევაა, აქედან 3 867 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 874, აჭარაში – 352, იმერეთში – 725.
ქვეყანაში 847 მძიმე პაციენტია, მათ შორის, თბილისში – 382, აჭარაში – 75, იმერეთში – 198.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 265 პირი, მათგან თბილისში – 174, აჭარაში – 11, იმერეთში – 30.
754 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 213 – თბილისში, 466 – აჭარაში, 24 – იმერეთში. 5 971 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 512 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 190, აჭარაში – 40, ხოლო იმერეთში – 24.
სულ 6 ოქტომბრიდან – 8 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 21 406 პირი.
თვითიზოლაციაში იმყოფება 22 518 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 13 113 პირი, აჭარაში – 1 884, იმერეთში – 2 358.
ასევე, ბოლო 24 საათში ვირუსისგან 529 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო ჯამში ვირუსი 224 718 ადამიანმა დაამარცხა.