ბათუმში საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა
ბათუმში, მირიან მეფის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა.
მომხდარის შედეგად სახლში მყოფი 3 პირი დაშავდა. წინასწარი ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
წინასწარი ვერსიით, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ობიექტზე გაზის ან ნავთობპროდუქტების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.