უნგრეთის პრემიერი გიორგი გახარიას თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნას ულოცავს
უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი გიორგი გახარიას თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნას ულოცავს.
როგორც მისალოც წერილშია აღნიშნული, უნგრეთი კვლავაც ერთგულია საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების სტრატეგიული მნიშვნელობის შენარჩუნების საქმეში.
„ნება მიბოძეთ, მოგილოცოთ საქართველოს პრემიერმინისტრად დანიშვნა. გარწმუნებთ, რომ უნგრეთი კვლავაც ერთგულია საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების სტრატეგიული მნიშვნელობის შენარჩუნების საქმეში. დარწმუნებული ვარ, მიუხედავად რთული პერიოდისა, კვლავაც გაძლიერდება ჩვენი თანამშრომლობა, რომელიც ურთიერთპატივისცემის ნიადაგზე შეიქმნა და ბოლო წლებში კიდევ უფრო განვითარდა.
გისურვებთ დიდ წარმატებებს და ჯანმრთელობას თქვენს წინაშე მდგარი პასუხისმგებლობების შესრულების გზაზე”, – აღნიშნულია მისალოც წერილში.