საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში 3.9 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები დღეს, 09:00 საათზე გურჯაანთან, 36 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.