ჩხოროწყუში, სოფელ ლეწურწუმეში ოჯახური ტრაგედია დატრიალდა, შვილმა მამა მოკლა.
წინასწარი ინფორმაციით, შელაპარაკების ნიადაგზე ნიკოლოზ წურწუმიამ მამა, 65 წლის კოტე წურწუმია სამზარეულოს დანით მოკლა.
ასევე, როგორც ცნობილი ხდება, არაოფიციალური ინფორმაციით, აღნიშნული ფაქტის შემდეგ თავად ახალგაზრდამ თვითმკვლელობა სცადა, თუმცა მისი განრიდება დროულად შეძლეს და ამჟამად იგი მსუბუქი დაზიანებებით, საავადმყოფოშია გადაყვანილი.
“მთავარი არხის” ცნობით, როგორც ოჯახის წევრები და მეზობლები ამბობენ, მამა-შვილი ხშირად სვამდნენ და მათ შორის კონფლიქტი სიმთვრალის ნიადაგზეც ხშირი იყო. დღევანდელი ტრაგედიაც სწორედ სუფრაზე დაწყებულ დაპირისპირებას მოჰყვა.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება კი შსს-მ 109-ე, დამამძიმებელ გარემოებებში, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.