მიხეილ მაჭავარიანი: დაახლოებით, 42 ათასი კომპანია 2020 წლის 1-ელი დეკემბრიდან 6 თვე საშემოსავლო გადასახადზე დაწესებული შეღავათით ისარგებლებს

“დაახლოებით, 42 ათასი კომპანია 2020 წლის 1-ელი დეკემბრიდან 6 თვე საშემოსავლო გადასახადზე დაწესებული შეღავათით ისარგებლებს”, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„2020 წლის 1-ელი დეკემბრიდან 6 თვის განმავლობაში კვლავ გაგრძელდება საშემოსავლო გადასახადში დაწესებული შეღავათი. (დამქირავებელი უფლებამოსილია, არ გადაიხადოს ბიუჯეტში დაქირავებულისთვის გაცემული 750 ლარი ხელფასიდან დაკავებული და გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი, თუ მიღებული ხელფასი 1 500 ლარს არ აღემატება). აქ ნავარაუდევია 42 ათას კომპანიაში დასაქმებული 550 ათასი პირი, ხოლო სავარაუდო თანხა 250 მილიონი ლარია.
ასევე, 2020 წლის 1-ელი დეკემბრიდან მომდევნო 6 კალენდარული თვის განმავლობაში გაგრძელდება ქონების იჯარის ლიზინგის მომსახურების დღგ-ის დაბეგვრის შესაძლებლობა, შესაბამისი თანხის ფაქტობრივი გადახდის პერიოდში, რაც იმას ნიშნავს, რომ ფიზიკურად გადახდილი თანხის მიხედვით მოხდება დღგ-ის გადახდა და დეკლარირება“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები