რა შემთხვევაში მიიღებს პირი 6 თვის განმავლობაში მთავრობისგან 200-ლარიან დახმარებას

ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე იმ პირებთან დაკავშირებით ისაუბრა, რომლებიც 6 თვის განმავლობაში მთავრობისგან 200-ლარიან დახმარებას მიიღებენ.
„პარალმენტმა დაჩქარებული წესით მიიღო რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილება, რომლისთვისაც მათ მადლობას ვუხდი. ცვლილებებმა შესაძლებლობა მოგვცა, რამდენიმე მნიშვნელოვანი შეღავათი და საკომპენსაციო პაკეტი შეგვემუშავებინა. პირველი არის 1200-ლარიანი საკომპენსაციო პაკეტი მათთვის, ვინც სამსახური დაკარგა – ეს კვლავ შევა ძალაში.
მსგავსი პაკეტი იყო გაზაფხულზეც, როდესაც შეზღუდვები დავაწესეთ. იგივე პაკეტი გავრცელდება 1-ელი დეკემბრიდან 6 თვის განმავლობაში და მოიცავს ყველა იმ ადამიანს, ვინც 2020 წლის 1-ელი ინვრიდან 2020 წლის ნოემბრის ჩათვლით ორი თვე მაინც მუშაობდა – ეს უნდა გამოჩნდეს იმ ანგარიშში, რომელსაც დამსაქმებლები წარადგენენ ხოლმე შემოსავლების სამსახურში. ასევე, არის მეორე პირობა, რომ თუ მან დაკარგა სამსახური 2020 წლის დეკემბერში ან 2021 წლის იანვარში ან თებერვალში, 6 თვის განმავლობაში მიიღებს 1200 ლარს. ყოველთვიურად 200-ლარიანი დახმარების პაკეტს“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები