ეკატერინე ტიკარაძე: მიმდინარეობს ინტენსიური ტესტირება, რათა საპატიმროებში ვირუსის ფართო გავრცელებას არ ჰქონდეს ადგილი

“საპატიმროში კორონავირუსი დღემდე რომ არ იყო დაფიქსირებული, სწორედ იუსტიციის სამინისტროს მიერ განხორციელებული ეფექტიანი მართვის შედეგია”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
„როგორც სხვა მიმართულებით, ასევე საპატიმროებთანაც ჩვენ გვაქვს რეკომენდაციები, რომ აუცილებლად უნდა მოხდეს იმ პატიმრების იზოლაცია, რომლებიც ინფიცირებულები არიან, რაც უკვე მოხდა. ასევე, მიმდინარეობს ინტენსიური ტესტირება, რათა საპატიმროებში ვირუსის ფართო გავრცელებას არ ჰქონდეს ადგილი,“ – თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.
ცნობისთვის, სამოქალაქო სექტორის კლინიკაში PCR ტესტირების შედეგად 46 პატიმრიდან კორონავირუსი ოთხს დაუდასტურდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები