WHO-ის განცხადებით, ევროპის კონტინენტზე კოვიდის ახალი შტამი ზედმეტად სწრაფად ვრცელდება, სიტუაცია საგანგაშოა და აუცილებელია, ძალიან მოკლე დროში გადაიდგას შესაბამისი ნაბიჯები
WHO-ის განცხადებით, ევროპის კონტინენტზე კოვიდის ახალი შტამი ვრცელდება ზედმეტად სწრაფად, სიტუაცია არის საგანგაშო და აუცილებელია, ძალიან მოკლე დროში გადაიდგას შესაბამისი ნაბიჯები, რათა დაცული იყოს ადამიანთა ჯანმრთელობა, – ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
მათივე ცნობით, კვლავ აქტუალურია პირბადის ტარება, სოციალური დისტანცია, ხალხმრავლობის აკრძალვა, კოვიდტესტების რაოდენობის გაზრდა და კარანტინის რეგულაციების დაცვა.
„WHO-ის ევროპის ოფისის დირექტორის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ კოვიდის ვაქცინამ გააჩინა ეპიდემიასთან ბრძოლის ახალი საშუალება, ევროპის ქვეყნების თითქმის ნახევარი ადასტურებს კოვიდის შემთხვევების მაჩვენებლის ზრდას, 100 ათას მოსახლეზე 150 ინფიცირებულს. ამასთან, მისივე განცხადებით, აუცილებელია, ქვეყნებმა მიიღონ სწორი გადაწყვეტილება ვაქცინის დოზებთან დაკავშირებით და ეს გადაწყვეტილება თანხვედრაში იყო ვაქცინის წარმოებასთან“, – წერს უცხოური მედია.