„ქართველების“ ყველა ტომი მიყვარს, თუმცა, ეს ტომი – გამორჩეულად“…

ხელოვნების სასახლის დირექტორი, გიორგი კალანდია „ქართველები მსოფლიო ისტორიაში“ – მე-3 ტომის გამოსვლის შესახებ აქვეყნებს ინფორმაციას.
„ქართველების“ ყველა ტომი მიყვარს, თუმცა, ეს ტომი – გამორჩეულად, რადგან შინაარსი განსაკუთრებულია, ის თურქეთის საქართველოსა და ჩვენებურებს ეძღვნება. უძველესი ქართული ტაძრები, ოსმალეთის ქართული თანავარსკვლავედი, სელჯუკეთის ქართველი დედოფალი. ერთი სიტყვით, ბევრი საინტერესო და საამაყო ისტორიაა.
მაშ ასე, ორშაბათიდან, ანუ 11 იანვრიდან, გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად, „ქართველები მსოფლიო ისტორიაში“, მე-3 ტომი გამოვა. ის თურქეთში, მაროკოსა და ალჟირში მოღვაწე ქართველებს ეძღვნება.
შეგახსენებთ, რომ უკვე გამოიცა 1-ელი და მე-2 ტომები, სადაც შესულია საფრანგეთი, ინგლისი, ბულგარეთი, ავღანეთი, სპარსეთი და ეგვიპტე“, – წერს გიორგი კალანდია.

 

 

 

 

 

   

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები