მერკელმა კაპიტოლიუმზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტრამპს დააკისრა

გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი აცხადებს, რომ ვაშინგტონში არეულობაზე პერსონალური პასუხისმგებლობა დონალდ ტრამპს ეკისრება.

ამის შესახებ მერკელმა ბუნდესტაგში გამოსვლის დროს განაცხადა.

მერკელის თქმით, ვაშინგტონიდან მიღებული ცნობების გამო შეშფოთებული და გაღიზიანებულია.

მომხდარის მიზეზს გერმანიის ფედერალური კანცლერი ხედავს იმაში, რომ დონალდ ტრამპმა ამომრჩევლების ნების შესრულებაზე უარი თქვა.

კანცლერის თქმით, “სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ნოემბრიდან არ აღიარა საკუთარი მარცხი, ეს არც გუშინ გააკეთა. მისი ქმედების გამო ეჭვები გაჩნდა შედეგებთან დაკავშირებით და სწორედ ამან გამოიწვია ის განწყობები, რომლებიც გუშინ ვიხილეთ”.

ანგელა მერკელის პოზიციას ქვეყნის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერიც იზიარებს. მისი თქმით, სიძულვილი და პროპაგანდა დემოკრატიას საფრთხეს უქმნიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები