თამარ გაბუნია: ბოლო 4 კვირის განმავლობაში საქართველოში „რემდესივირი“ 29-მა პაციენტმა გამოიყენა

„რემდესივირით“ მკურნალობა მიმდინარეობს კარგად, ისევე როგორც ეს დაგეგმილი იყო. გუშინდელი მდგომარეობით, 29 პაციენტზე იყო მოთხოვნა გაკეთებული”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისი თქმით, არის გარკვეული კრიტერიუმები, რომლებიც უნდა დაკმაყოფილდეს და „რემდესივირის“ გამოყენებას პაციენტის ინფორმირებული თანხმობა სჭირდება.

„რემდესივირით“ მკურნალობა მიმდინარეობს კარგად, ისევე როგორც ეს დაგეგმილი იყო. გუშინდელი მდგომარეობით, 29 პაციენტზე იყო მოთხოვნა გაკეთებული. ანუ სიფრთხილით ეკიდებიან ჯანდაცვის პროფესიონალები „რემდესივირის“ დანიშვნას. სუფრთხილეში ვგულისხმობ, რომ არის გარკვეული კრიტერიუმები, რომლებიც უნდა დაკმაყოფილდეს და პაციენტის ინფორმირებული თანხმობა სჭირდება „რემდესივირის“ გამოყენებას. ამდენად, დაახლოებით, ბოლო ოთხი კვირის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც „რემდესივირის“ მოხმარება დავიწყეთ, 29 პაციენტია და ყველას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. თუმცა, რამდენად უკავშირდება ეს „რემდესივირის“ ეფექტს, ამის თქმა მხოლოდ ამ მონაცემების საფუძველზე, რა თქმა უნდა, არ შეგვიძლია. ეს არის ჩვენი მხოლოდ ობსერვაციული დაკვირვების შედეგები, მაგრამ „რემდესივირის“ გამოყენება გრძელდება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები