„პროზის ინტერპრეტაციები თანამედროვე ქართველ რეჟისორთა შემოქმედებაში“

8 იანვარს, 18:00 საათზე, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ონლაინშეხვედრა გაიმართება – „პროზის ინტერპრეტაციები თანამედროვე ქართველ რეჟისორთა შემოქმედებაში“.
ორგანიზატორების ინფორმაციით, შეხვედრების II ციკლის ფარგლებში, პროზის ინტერპრეტაციებზე რეჟისორი გიორგი სიხარულიძე ისაუბრებს.
ამ პროექტით გრძელდება თეატრმცოდნე მაკა ვასაძის (ასოცირებული პროფესორი, კრიტიკოსი) პროექტი – „საუბრები თეატრზე”. პროექტი წარმოადგენს დისტანციურ საჯარო შეხვედრა-მასტერკლასებს სტუდენტებისთვის და ზოგადად ხელოვნების მოყვარულებისთვის.
შეხვედრა გაიმართება Google Meet პლატფორმის საშუალებით (აუცილებელია Gmail-ის ელექტრონული ფოსტის სერვისის გამოყენება), ბმულზე: https://meet.google.com/tkn-enqb-ysz
შეხვედრა-მასტერკლასების II ციკლის ჩანაწერების ნახვა შესაძლებელია უნივერსიტეტის ფეისბუქგვერდზე –
https://www.facebook.com/watch/424640114314867/991640618011812
და  youtube არხზე,  რუბრიკაში: „საუბრები თეატრზე”:  https://www.youtube.com/channel/UCBRUZ0HwneWeojkWevpZPVQ 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები