მიხეილ სარჯველაძეს თქმით, ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არიან, შესაბამისად, არ არსებობს საფუძველი, რომ ამნისტიის აქტი პოლიტპატიმრებზე გავრცელდეს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან “ამნისტიის შესახებ” კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არიან, შესაბამისად, არ არსებობს საფუძველი, რომ ამნისტიის აქტი პოლიტპატიმრებზე გავრცელდეს.

მისივე თქმით, მნისტია არ ვრცელდება ნარკოტიკის რელიზაციის დანაშაულებზეც.

„მინდა შევუერთდე ამ განცხადებას და ვთქვა, რომ პოლიტპატიმრები საქართველოში ნამდვილად არ გვყავს. ამისთვის არანაირი საფუძველი და წინაპირობა არ არსებობს, რომ მსგავსი დასკვნა გაკეთდეს, როგორსაც ოპოზიცია გვთავაზობს.

ნარკოტიკებთან დაკავშირებით, როგორც პირველი მოსმენისას აღინიშნა, გასაღების დანაშაულებს, ანუ რელიზაციის დანაშაულებს, ეს ამნისტია არ შეეხება. ეს მკაფიოდ უნდა ითქვას. ამნისტიის კანონის არეალი ნარკოდანაშაულებზე გაფართოვდა. გამოყენებული იქნა განსხვავებული მექანიზმი, სრულად პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების ნაცვლად კანონპროექტში შემოტანილი იქნა დანიშნული სასჯელის მეოთხედით და ნახევრით შემცირება. ამ შემთხვევაში, 260-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის შემოგვაქვს განახევრების მექანიზმი, რაც შეეხება მეექვსე ნაწილს, რომელიც კანონპროექტში არ იყო მოხსენიებული, მე-6 ნაწილის ა ქვეპუნქტისთვის, როდესაც პასუხისმიგებლობის დამძიმების განმსაზღვრელია ნარკოტიკული საშუალების ოდენობა, ამ შემთხვევაში იქნება სასჯელის ¼- ით შემცირება“,-აცხადებს სარჯველაძე.

რაც შეეხება ამნისტიის აღსრულების ვადას, სარჯველაძის თქმით, განსაზღვრული ორი ვადიდან, ერთ-ერთი 6 თვეს შეადგენს, რა დროსაც მსჯავრდებულებს ექნებათ შესაძლებლობა ამნისტიის წინაპირობები დააკმაყოფილონ.

„მნიშვნელოვანია აღინიშნოს ორი ვადა, ერთი ვადა შესაბამისი საგამოძიებო ორგანოებისთვის, სასამართლოსთვისაა დაწესებული, რომელი ვადის განმავლობაშიც წარდგენილი დოკუმენტაცია ამნისტიის შესახებ უნდა იქნას განხილული. რაც შეეხება პერიოდს, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულებს ექნებათ შესაძლებლობა წინაპირობები დააკმაყოფილონ, რაც გამოიხატება მაგალითად, ზიანის ანაზღაურებაში, ან დაზარალებულის თანხმობის წარმოდგენაში, ასეთი პერიოდი 6 თვით განისაზღვრა“,-აცხადებს სარჯველაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები