მიხეილ სარჯველაძე: საკმაოდ დიდია იმ ადამიანების რაოდენობა, რომელსაც ამნისტია შეეხება
საკმაოდ დიდია იმ ადამიანების რაოდენობა, რომელსაც შეეხება ამნისტია. თავისუფლებააღკვეთილ პირებს საკმაოდ ბევრს შეეხება,- ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, სადაც “ამნისტიის შესახებ” კანონპროექტზე ისაუბრა.
სარჯველაძის თქმით, ამნისტია 800-ზე მეტ პირს შეეხება.
„მოსალოდნელია რომ ეს რაოდენობა იქნება იმაზე მეტი, ვიდრე პირველი მოსმენის დროს იყო, განმარტებით ბარათში რაც არის მითითებული 800, სავარაუდოდ, 800-ზე მეტს შეეხება, ზუსტი რაოდენობის განსაზღვრა გაგვიჭირდება, წინაპირობებზეა დამოკიდებული“,-აცხადებს სარჯველაძე.