დუშეთში წყლით სავსე არხში შუა ხნის ქალის ცხედარი იპოვეს. საქმე, სავარაუდოდ, უბედურ შემთხვევას ეხება, რადგან პირველადი დათვალიერებით ქალს სხეულზე დაზიანებები არ აღენიშნება.
ცხედარი ექსპერტიზაზეა გადაყვანილი.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.