ავთანდილ ენუქიძე: ჩემსა და ხელისუფლებას შორის კი არა, გარიგება საერთოდ არავისთან არ ყოფილა

“ჩემსა და ხელისუფლებას შორის კი არა, საერთოდ არავისთან არ ყოფილა გარიგება”, – ამის შესახებ პარლამენტში პარტია „პატრიოტთა ალიანსის” პარტიული სიით შესულმა დეპუტატმა, ავთანდილ ენუქიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პარტიის წევრებმა პარლამენტში შესვლის თაობაზე მისი გადაწყვეტილების შესახებ იცოდნენ და პარტიის შიგნით ამასთან დაკავშირებით უპატივცემულო შენიშვნა ან კონფლიქტი არ ყოფილა.

„ჩვენთან პარტიაში არავის არაფერზე არ ზღუდავენ. პარტიის წევრებმა იცოდნენ, რომ ეს ასე მოხდებოდა. არავითარი უპატივცემულო შენიშვნა ან კონფლიქტი პარტიის შიგნით ამასთან დაკავშირებით არ ყოფილა. რატომღაც, პოლიტიკურ წრეებში მიღებულია, რომ ერთ პარტიას აუცილებლად ერთი აზრი უნდა ჰქონდეს, ეს ასე არ არის. მეც გარკვეული შრომა ჩავდე ამ პარტიაში და დღესაც მათი მხარდამჭერი ვარ და იმ აზრსაც ვიზიარებ, რომელზეც ისინი არიან. არ არის საჭირო, ერთმანეთს ვეომოთ, ჩვენ ასე ვუყურებთ ბრძოლის ამ ფორმატს. ვთვლი, რომ არჩევნები გაყალბდა და „პატრიოტთა ალიანსსაც“ არასაკმარისი ხმები დაუწერეს“, – განაცხადა ენუქიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები