“დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი”, სადღესასწაულო შეკრებების უსაფრთხოდ გატარების მიზნით, რეკომენდაციებს აქვეყნებს
“დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი”, სადღესასწაულო შეკრებების უსაფრთხოდ გატარების მიზნით, რეკომენდაციებს აქვეყნებს.
როგორც ცენტრში აცხადებენ, „კოვიდ-19“-ის გავრცელებასთან დაკავშირებით სადღესასწაულო შეკრებები რეკომენდებული არ არის, თუმცა, მათ, ვინც სტუმრად წასვლას გეგმავენ ან სტუმრები ეწვიათ, უსაფრთხოების წესები უნდა დაიცვან.
„ვახშმობისას არ გამოიყენოთ საერთო/საზეიმო ჭურჭელი; სადღესასწაულო შეკრებებზე, თუ თქვენი ოჯახის წევრების გარდა, სხვა ადამიანებიც იმყოფებიან, აუცილებლად გამოიყენეთ პირბადე; პირბადე მოიხსენით მხოლოდ სადილობის დროს. სადილობისას აუცილებელია, დაიცვათ სულ მცირე ერთი მეტრი დისტანცია გარშემომყოფებისგან; დაიბანეთ ხელები საკვების მიღებამდე და შემდეგ; დაიცავით რესპირაციული ეტიკეტი“, – ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.