საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2316 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 382 ადამიანი

“ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 2 316 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა”,-ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის  მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან კორონავირუსთან დაკავშირებით, 5 იანვრის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.

„ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა  14 511   კვლევა ტესტით, მათ შორის 9 300 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 211 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 316 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  232 079-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 382  პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა  222 787-მდე.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 18 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 646 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 316 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 961 შემთხვევა, აჭარა – 125, იმერეთი – 420, ქვემო ქართლი – 142, შიდა ქართლი – 154, გურია – 40, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 201, კახეთი – 185, მცხეთა-მთიანეთი – 57, სამცხე-ჯავახეთი – 16, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 15.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 6 620, საიდანაც, 4 012  ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –   1 944, აჭარაში – 365, იმერეთში – 763. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 888 პირი, მათ შორის, თბილისში – 383, აჭარაში – 93, იმერეთში – 208. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 287 პირი, მათგან თბილისში – 171, აჭარაში – 22, იმერეთში – 36. 763 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 213 – თბილისში, 457 – აჭარაში, 26 – იმერეთში. 1 845 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 377 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 144, აჭარაში – 46, ხოლო იმერეთში – 64. სულ  6 ოქტომბრიდან – 4 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 21 208  პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 24 689 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 15 021 პირი, აჭარაში – 1 970, იმერეთში – 2 473″,-განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები